| | |
გადაქართულება ნიშნავს გადავიწყებას, სათქმელის გულიდან გადავარდნას. როცა უცებ რამე სათქმელი ან სიტყვა დაავიწყდებათ, იტყვიან, ლაპარაკში გავერთე და გული გადამიქართულდაო.
ერთი შეხედვით უცნაური გამოთქმაა, მაგრამ თუ ჩავუკვირდებით, სხვა ამის მსგავსი მოვლენაც მოინახება ქართულში, რომლითაც შესაძლებელი გახდება ახსნა.
„გადაქართულებაში“ ქართული საერთოდ სიტყვის მნიშვნელობით უნდა იყოს ნახმარი. ქართლში ხშირად გაიგონებთ გამოთქმას: „არ მომწონს შენი ქართული“ ან „თუ ძმა ხარ, ერთი კარგი ქართული გამაგონეო“.
ამ გამონათქვამებში „ქართული“ ყველგან „სიტყვას“ ნიშნავს. „არ მომწონს შენი ქართული“ ნიშნავს: „არ მომწონს შენი სიტყვა“.
გავიხსენოთ რუსთაველის „არ შეამოკლოს ქართული, არ ქნას სიტყვამცირობა“. აქაც „არ შეამოკლოს ქართული“ ნიშნავს: არ შეამოკლოს სიტყვა. სიტყვა „ქართულის“ ამგვარი მნიშვნელობა სპეციალურ ლიტერატურაში ახსნილია, ამიტომ დავუბრუნდეთ „გადაქართულებას“. აქ სიტყვის გადავიწყება უნდა იყოს ნაგულისხმები. „გადაქართულება“, თუ შეიძლება ითქვას – „გადასიტყვებას“ (სიტყვის გადავიწყებას – სათქმელის გადავიწყებას) უნდა უდრიდეს. ქართულში მრავალია მსგავსი გამოთქმები: „გადაკრუხება“, „გადაჯიშება“ და სხვ.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |