ქა ქე ქვ ქი ქო ქუ
ქირ ქიც

ქიცი და ქიცმაცური

როცა უნდათ თქვან, ყველაფერი ვიცი, ესეც ვიცი და სხვაცაო, იტყვიან, „ქიციც ვიცი და ქიცმაცურიცაო“.

ამ გაუგებარ სიტყვებთან ნათესაობა უნდა ჰქონდეს „ქიცმა-ქიცმა“-ს. ქიცმა-ქიცმა კახური გამოთქმაა და ნიშნავს: ნაკუწ-ნაკუწად. ეს გამოთქმა დამოწმებულია „განმარტებით ლექსიკონში“.

„ქიცი და ქიცმაცური“ გენეტიკურად დაკავშირებული უნდა იყოს აგრეთვე „ქუც-მაც“-თან (დაქუცმაცება, დაწვრილება).

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9