ქა ქე ქვ ქი ქო ქუ
ქონ ქოჩ

ქონდრის ხე

„ქონდრის ხე“ გვხვდება ხალხურ იუმორისტულ ლექსში:

ნუ მოხკვდები ჩემო ქმარო,
თორემ არ დავირჩენ თავსა,
ხესა გავალ ქონდრისასა,
მასზედ ჩამოვიხრჩობ თავსა,
ნაგუბარსა ჩავვარდები,
ნაჭლიკავსა ხარისასა.

ქონდრის ხე გვხვდება აგრეთვე ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის „კარაბადინში“. წამლების სახელწოდებათა თარგმანში სწერია: „აფთიმონი კარეატაულა უნდა იყოს, ქონდრის ხესა ჰგავს“.

ქონდარი, როცა გაიზრდება, მიუხედავად თავისი მინიატურული აღნაგობისა, მართლაც ძალიან ჰგავს მრავალწლოვან ხეს.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9