ქართლურ მეტყველებაში სიტყვა „ყამირი“ შემოსულია არაბულიდან („ღამირ სახნავად უვარგისი“) და გაუტეხელ, დაუმუშავებელ მიწას ნიშნავს
(საბას ახსნით ყამირი „კორდი“-ა. კორდი და დაუმუშავებული, გაუტეხელი ადგილი. ამას ერთი ხალხური თქმაც ამოწმებს: „“კორდი ხარ გაუტეხელი“). ყამირი სხვა სახელებსაც ერთვის. ქართლურ მეტყველებაში შემინიშნავს „ყამირი გლეხი“. გაუტეხელი, მტკიცე, მამაპაპური ადათის მიმდევარი კაცის მნიშვნელობით, ხოლო ზემო იმერულში: „ყამირი კბილი“, დაუზიანებელი კბილის მნიშვნელობით. არის „ყამირგზა“-ც („განმარტ. ლექსიკ.“).