ჯოხის პური სოფლის მენახირის სეზონური სამუშაოს გასამრჯელოს ერქვა. მწყემსს გასამრჯელოს უნაზღაურებდნენ ნატურით: ხორბლით, სიმინდით.
მენახირე სოფლის ნახირს მწყემსავდა გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, განსაზღვრული ვადით და განსაზღვრული ანაზღაურებით, მაგრამ თუ გაზაფხული ადრე დადგებოდა და მენახირე მუშაობას დაწესებულ ვადაზე ადრე შეუდგებოდა, ყველა ოჯახი შაბათობით აძლევდა თითო გამომცხვარ პურს, რომ გადაკვეთილი სამწემსურის მიღებმდე თავი გაეტანა.
„ჯოხის პურის“ ანაზღაურებამდე შაბათობით მიღებულ გამომცხვარ პურს შაბათის პური ერქვა.