ძა ძგ ძე ძი ძმ ძო ძუ
ძუძ

ძუძუხატი

ქალის გულმკერდის მოყვანილობის ქანდაკი – წარმართული ხატი. ინახებოდა ქვათახევის ტაძარში. გადმოცემით, „დედა-ღვთისადან“ ყოფილა ქვათახევის მონასტერში ამოტანილი. „დედა-ღვთისა“ ღვთიშობლის აწ დანგრეული ნიშია ქვათახევის მახლობლად, ქრისტიანული დედაღვთისას ნიშის გაჩენამდე ამ ადგილას, ალბათ, წარმართული „ძუძუხატის“ საუფლო იყო.

ძუძუხატი ნაყოფიერების ღვთაების გამოსახულება უნდა ყოფილიყო, რადგნ ქვათახევის ტაძარში გადმოტანის შემდეგაც ამ ქვის ქანდაკის ნაბანი წყლით „მკურნალობდნენ“ უშვილო ქალებსა და ბერწ პირუტყვს. ამჟამად „ძუძუხატი“ ქვათახევში“ აღარა ჩანს.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9