წა წე წვ წი წკ წო წრ წყ
წყა წყვ წყლ

წყალძვირობა და წისქვილძვირობა

გვალვების დროს ქართლში სარწყავი და საწისქვილე წყლის დიდი ნაკლებობაა. ბაღ-ვენახების რწყვა ფერხდება და წისქვილებს წყალი არ ჰყოფნის. ეს „წყალცოტაობა“ ანუ წყალძვირობა თავის მხრივ იწვევს წისქვილების გაჩერებას და დაფქვის გაჭიანურებას, რასაც „წისქვილძვირობას“ ეძახიან.

წისქვილძვირობას ზამთრობით დიდი ყინვების გამო საწისქვილე წყლისა და წისქვილების გაყინვაც იწვევს.

აყინულ – ბაყინულა,
წისქვილები გაყინულა.

ტერმინი „წყალცოტაობა“ გვხვდება ვახუშტი ბაგრატიონის „საქ. გეოგრაფიაში“. აგრეთვე დ. ჩუბინაშვილის ლექსიკონში: „წყალ-ცოტაობა, სითხელე მდინარისა“.

 
„იმისთანა წისქვილძვირობა იყო, იმისთანა წყალძვირობაი, რომა ქვეყანაი ცეცხლი ეკიდა“.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9