ჭა ჭე ჭი ჭკ ჭო
ჭიო ჭიპ ჭირ ჭიჭ

ჭირკოტიანი

ვინც ხშირად ავადმყოფობს, ჩივის, წუწუნებს თავის ჯანმრთელობაზე და „ხიზიმიზიანობს“, იტყვიან, ჭირკოტიანიაო... საბას აქვს „ჭირკოდილა“. ჭირკოდილას საბას განმარტებით ეძახიან ბავშვს, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გამოკეთდება. ქიზიყური მეტყველებით ჭირკოდალა ის არის, „ვინც თითქმის სულ ავადმყოფობს, არც ავად არის და არც კარგად“.

„კოდილა“-ს მნიშვნელობის დაზუსტება ხერხდება დ. ჩუბინაშვილის „კოდილობა“-ს მეშვეობით: „კოდილობა, დაკოდილობა“.

ქართულში ამ სიტყვის არსებობა დ. ჩუბინაშვილს დამოწმებული აქვს „ქილილა და დამანას“ ტექსტის მითითებით (ქილ. 211).

„კოდილა“ კოდილობას კნინობითი უნდა იყოს. „ჭირ“-ის დართვით „კოდილა“ (ჭირკოდილა), ჭირით, ავადმყოფობით დაკოდილს უნდა ნიშნავდეს გადატანით, რადგან ამ კომპოზიტის ორივე შემადგენელი ნაწილი – ჭირი-ც და კოდილა-ც შეცვლილი მნიშვნელობით არის ნახმარი: ჭირი ნიშნავს საერთოდ ავადმყოფობას, ხოლო კოდილა დაავადებულს. ასევე უნდა ითქვას თვალადური ჭირკოტიანის გამოც, რაც ჭირკოდილას ნაირსახეობა ჩანს.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9