ამათ გარდა თვალადელები „ნაფოტის“, „ჭაობის“, „კუდა“ და „ცალქალამანა“ აზნაურსაც ამბობენ დაცინვით.
„კერძო აზნაურები“ გვხვდება ი. ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძში“, ხოლო „კუთხის აზნაური“ ერთ ლექსში:
ბეზირგნის შვილი არა ვარ,
არც აზნაური კუთხისა,
თევზის მჭირავი ვიყავი
და მკეთებელი ზუთხისა.
ვუკ. ბერიძეს თავის „სიტყვის კონაში“ შეტანილი აქვს „შემოდგომის და შემოდეგის აზნაური, ცალმოგვი აზნაური“. ამგვარ „აზნაურთა“ საპირისპიროდ ზემოიმერულ მეტყველებაში გვხვდება „ძირის აზნაურიშვილი – შთამომავლობით, რამდენიმე თაობით აზნაური“. (იხ. ბ. წერეთლის ზემოიმერული ლექსიკა).
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |