ხა ხე ხვ ხი ხმ ხო ხს ხუ
ხოვ ხორ ხოტ

ხოვლე და ხოვლი

ხოვლე ჰქვია კავთის მეზობელი ხეობის თეძმის-ხევის ერთ სოფელს.

რა არის ხოვლე?

შარახევის სკოლის მასწვალებლის ლევან ბოძაშვილის ცნობით ხოვლიანა ნასოფლარის სახელია ფშავში, შარახევის ხეობაში. მისივე თქმით ხოვლი ნიშნავს ნასოფლარს, ნასახლარებს, ძველ ნანგრევებს, სადაც მოსახლეობა აღარ არის, აყრილა, ან ამომწყდარა. ფშაურში ჩვეულებრივი გამოთქმებია: ნახოვლარი, ხოვლები, ჩახოვლებული (დანგრეული ნასახლარი ადგილი), იხმარება ზმნის სახითაც: „სახლ-კარი გაუოხრდა, ჩაუხოვლდაო“.

ნანგრევებს ხევსურულადაც ხოლი, ჩახოლილი ჰქვი (ს. ქეთელ.).

ალ. ჭინჭარაულის ცნობით „ხევსურულში ჴოლი გვაქვს, ფშაურში – ჴოვლი“.

ლეჩხუმურ მეტყველებაში შენიშნულია „ჩამოხოლვა“, რაც ჩამოყრას ნიშნავს (მ. ალავ.).

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქართლის სოფელი ხოვლე გნთქმულია უძველესი საცხოვრისებით, სადაც არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს საქ. მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი.

ხოვლი ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა ჩანს და, ეტყობა, ზოგადქართულიც (ქართლი, ფშავი, ხევსურეთი).

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9