ახალი, ოთხი-ხუთი დღის მაჭარი. ენაპირს ხუხავს. ასეთ მაჭარს რომ დალევენ, იტყვიან, ხუხალაა, პირსა ხუხავსო... ქიზიყში „ღვინის ხუხვა“ სცოდნიათ, ხუხალა მაჭარი კი არა ჩანს. ხუხალა სულ სხვა მნიშვნელობით არის შეტანილი სტ. მენთეშაშვილის „ქიზიყურ ლექსიკონში“:
„თმაგაცვინული, თმაწვერგატრუსული ადამიანი“. „ხუხალას“ ამგვარი მნიშვნელობა მართლაც შეინიშნება ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში: