მა მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მტ მუ მშ მჩ მც მძ მჭ
მებ მენ მერ მეტ

მეტსახელები

მეტსახელებს ხასიათისა და გარეგნობის მიხედვით არქმევენ. ზოგჯერ ამას აუცილებლობაც იწვევს: სოფელში ბევრია ერთი გვარის, ერთმანეთის სეხნია და მოსახელე, მეტსახელები თაობიდან თაობაზე გადმოდის, არქაული სამყაროდან მოდის, ამიტომ მათში მრავალია ჩვენთვის გაუგებარი და აუხსნელი. დაკვირვებით, ლექსიკონითა და სხვა კილოთა შემწეობით ხერხდება ზოგიერთის ახსნა, ეს ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ეს არქაული სიტყვები თავისი პირვნდელი მნიშვნელობით ხალხს მაინც ახსოვს. მეტსახელებში თავს იჩენს ძველი და ახალი ყოფის საგულისხმო ნიშნები, ამიტომ მათი გამომზეურება მნიშვნელობას არ არის მოკლებული, აი ნაწილი თვალადური მეტსახელებისა:

ანგლია, არსაითა, აქშა, ბადოლა, ბაკონა, ბეღელა, ბოყვი, ბუკაკა, ბუჭიტა, ბრანძვი, გაგა, გადაბმული, გაჭინა, გოდა, გუდა, გრძელი, დიდშაქარა, დიდყურა, დომბური, დოყა, ებლუა, ვანჯა, ვირაბრამა, თილინე, თრითინა, თრითინა ბიჭი, თეგთუმანა, თეთრი სოსე, თილიყამყამა, იაბე, იფრო, იყე, კანკორა, კვინწი, კიტაია, კიტრიბუღა, კიპრიჭიჭინა, კობალა, კოსალა, კუპრაჭა, კუსპარა, კაცნახევარი, კლიონკა, ლეჟვერი, ლონდრე, ლოქო, ლურთი, მამალხინე, მაცაცერა, მაჭარა, მოკლე, მუხიგულა, ნაციხარი, ნოღა, ოსკა, ოჩორა, პაჟალუსტა, პალაჩი, პაჭა, პახანა, პოწოლიკი, პოხრო, პრაჭინტო, სვისტა, სწორე, სოსანა, ტიღა, ტიღურა (ორივე შავი), უნდა, ფანდრე, ფილაქვა, ფოთოლა, ქვაწვია, ქვახარშია, ქორა, ქორი, ქუთურა, ქუქია, ღვარძლა, ყაჭია, ყვითელი, ყინტორა (ბალახი). შავდათუა, შანტიკლორა, ჩიკლია, ჩიქილა, ჩესნაკო, ჩუკურე, ჩუქურთი, ცუცუკვერა, ცხრაბიჭა, წარბა, წრუტნა, წიწაკა, ჭაობა, ჭაპანა, ჭაჭია, ჭანჭურის კიბე („გადაბმული“ გოგო), ჭიოტა, ჭიკტოსანი, ჭუტალა, ჭუჭია, ჭრიანტელი, ჭყლინტი, ხაფუა, ხეკაკუნა, ხვანთქარი, ხოხონა (ქალის მეტსახელია), გეგენა

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9