კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კერ

კერძო აზნაური

კერძო აზნაური გვხვდება იესე ოსეს ძა ბართაშვილის „ცხოვრება – ანდერძში“: „და დედაჩემი იყო დაბისაგან მცირისა კერძო აზნაურთა შვილთა ასული, გარნა კეთილისა გოგიბედაშვილისა...“

დედის მხრივ „კერძო აზნაურთაგან“ ჩამომავლობა, როგორც ჩანს ეთაკილებოდა ერეკლე მეფის მდივანბეგს. ამას ადასტურებს საბოდიშო ფრაზა: „კერძო აზნაურთა... გარნა კეთილისა...“ იესე ბარათაშვილის წინაპრები იმერეთიდან გადმოსული მიქაძეები იყვნენ. ამ გვარმა თავისი გამჭრიახობით გზა გაიკაფა, გამდიდრდა, საბარათიანოს მფლობელი გახდა. ერეკლე მეორემ მათ ჩამომავალს ბარათაშვილობა დაუმტკიცა და წყალობის წიგნში ჩაუწერა: „...წყლობა გვიქმნია, გვიბოძებია, დაგვიმკვიდრებია და სისხლიც მათი გდიოდეს“-ო. ნამდვილ და „ნატყუარ“ ბარათაშვილთა დავა თითქმის რევოლუციამდე გრძელდებოდა (იხ. „ცხოვრ. ანდერძ“, ავთ. იოსელიანის შესავალი წერილი).

ფეოდალური საქართველოს წოდებრივ იერარქიაში „კერძო აზნაური“ ალბათ ნახევარ აზნაურობას უდრიდა (შდრ. ამავე ძეგლის „კეძო ღამე“ და „კერძო დღე“. აგრეთვე „კერძო დიაკონი“ (ივ. ჯავახიშვილის „ქართ. დიპლომატიკის ისტ.“). აგრეთვე საბა ორბელიანის ლექსიკონის განმრტებანი „კერძო ღმერთი“ და „ჯდომა“ („ჯდომა კერძოდგონა და კერძოდება შეიქმს ჯდომასა“). „კერძო აზნაურის“ საკითხის გნხილვის ცდა მოცემული ჰქონდა ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტს ზ. შ-ს 1961 წ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე.), მეორე წყაროთი ამ კერძო აზნაურ გოგიბედიანთ ისტორია ამგვარად არის მოთხრობილი: „ამათნი წინაპარნი იყვნენ ძველათ კლდეკარის საერისთაოს ადგილით მდაბალნი მონათესავენი მიწობლის ძისანი და არიან ძველადვე სამეფო აზნურნი და ესენი ჩნდნენ დროსა მეფისა ლუარსბისასა 1612 წელს და არიან ტრაქტატსა შინაცა მოხსენიებულნი“ („შემოკლებითი აღწერა... თავადთა და აზნაურთა გვარებისა...“).

როგორც ჩანს, ერეკლეს დროს ეს გვარი „კერძო აზნურად“ ითვლებოდა.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9