გა გე გვ გო გრ გუ
გვა გვე

გვართხელი და გვარგამრავლებული

გვართხელს, გვართხელებს ეძახიან იმათ, ვისი გვარიც შეთხელებულია და არა მრავლდება, ამოწყვეტაზეა მიმდგარი.

გვართხელი ლიტერატურულ თუ სასაუბრო ენაში გავრცელებული გვართგამრავლებულის საპირისპირო სიტყვაა და მან თავისი ადგილი უნდა დაიჭიროს ქართულში, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვა პატარა ერის შვილის გულში უსიამოვნო გრძნობას იწვევს.

ს. ქეთელაურის ცნობით ხევურეთში გვარგამრავლებულებს „კაცრიელნი“ ჰქვიათ, ხოლო გვართხელებს ანუ იმ გვარს, რომელიც ამოწყევტაზეა მისული – „უკაცურნი“, ან „კუნწზე მისულნი“. ასეთი გვარის კაცებზე ხევსურები იტყვიან: „ცას ბეწვით ღბიან“-ო.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9