და დე დი დო
დაგ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაო დაპ დაჟ დარ დატ დაუ დაქ დაღ დაც დაძ დაჯ

დაორხელება

ორივე ხელით რაიმე იარაღის (ცულის, თოხის, უროს...) მაღლა აწევა და მოქნევით დაკვრა.

დაორხელება შემხვდა „რუსუდანიანში“: „...შეველ, ვახსენე ღმერთი, უკუნით მოუარე, დაუორხელე ლახტსა და რაც შემეძლო მოუქნიე... დავკარ თავსა და ყური შიგ ჩავატანინე“. („რუსუდანიანნი“, ი. აბულაძის და ი. გიგინეიშვილის რედაქციით, 1957 წ.).

ქიზიყურ მეტყველებაში ყოფილა „საორხელო კვერი“: „მჭედლის დიდი კვერი, ორივე ხელით საცემი კვერი... არის საცალხელოც“. (იხ. სტ. მენთ, „ქიზ. ლექსიკ“.).

 
„დავუორხელე ცული და დავცხე“.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9