გულში დაფარული ზნესაქციელი, ქვეცნობიერი ხასიათი,დაფარული აზრი. ხალხური მეტყველების გარდა შემხვდა ახალგაზრდა მწერლის გ. გოგიაშვილის მოთხრობაში:
„ვერ გამიგია მა ბიჭის დილბანდი“. დილბანდი აღნიშნული მნიშვნელობით იხმარება კახეთშიც (ყვარლის, საგარეჯოს რაიონში).
„განმარტებით ლექსიკონში“ დილბანდი ახსნილია თუშური კილოს მიხედვით, მოენედ.
თუშურ კილოს ახსსნასთან დაკავშირებით საინტერესოა საბას ერთი განმარტება, სადაც „დილბანდი“ თურქულ სიტყვად არის ნაგულისხმევი და გაიგივებულია „სადუნ“-თან. სადუნი კი საბას სხვა განმარტებით არის „სხუა-და-სხუას ენის მცოდინარე კაცი“.