„ვარდფენობა“ მიცვალებულთა სულის მოსახსენებელი დღეა, გაზაფხულობით იხდიან, საფლავზე მხოლოდ ყვავილები მიაქვთ.
აღსანიშნავია, რომ თვალადურ მეტყველებაში „ვარდი“ ყვავილის სინონიმად იხმარება, ზოგადი სახელია და ყველა ყვავილს ვარდს ეძახიან. მინდვრად დაკრეფილ ყვავილებზე იტყვიან, „ვარდები დავკრიფეო“. ალბათ ამიტომაც ჰქვია მიცვალებულთა დღეს „ვარდფენობა“ და არა „ყვავილთფენობა“.
ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა სიტყვები: „სავარდე“, „ვარდისწყალი“ და სხვ. ამ სახელებში მხოლოდ ვარდი არ უნდა იგულისხმებოდეს. „სავარდე“, ალბათ, ყვავილთა ბაღის – წალკოტის ზოგადი სახელწოდება იყო. „ვარდისწყალიც“ მხოლოდ ვარდის ნაჟურს არ უნდა ნიშნავდეს.