| | |
„ქვეყნის გული“ თითქმის ყველა ქართულ ლექსიკონშია ახსნილი. საბას განმარტებით: „სოკოა, წამალი“. „განმარტებითი ლექსიკონის“ ახსნით წვიმის სოკოების ერთი სახეობათაგანია. „თავდაპირველად მსხვილი კვერცხის მსგავსია და მიწაში ზის. მომწიფებისას 20-30 სანტიმეტრს აღწევს და მიწის ზევით ამოდის“.
სტ. მენთეშაშვილის განმარტებითაც ეს მცენარე სოკოს მსგავსია და „გულის ტკივილის წამლად ითვლება“. ასე განმარტავენ ჩემი მეზობლებიც „ქვეყნის გულს“. მაგრამ მე უფრო ამ გამოთქმის ასავალ-დასავალი მაინტერესებს.
თვალადელების ახსნით ქვეყნის გული – მიწის გულია.
ქვეყანა მიწის მნიშვნელობით ქართლურ მეტყველბაში სხვა გამოთქმებშიც გვხვდება, იმგვარად, როგორც ეს სიტყვა ძველ ქართულში იხმარებოდა („...დაეცა ქუეყანასა ზედა“).
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |