შეგინებულ-გალანძღული გამლანძღავზე იტყვის: რა ზნის დედა არ გამხადა, რაღა არ დამარქვა, რაღა არ მიწოდაო. „რა ზნის“, რა საქციელის, რა ბოროტების, ცუდი ზნის მომქმედი არ გამომიყვანაო.
„ქიზიყურ ლექსიკონში“ ახსნილია ცხრა ზნის დედა „მრავალი ცუდი ზნის ადამიანი, ქურდი, უფრო კი მრუშზე იტყვიან“.
„გული მოსდიოდათ და ათასი ზნის დედად სვამდნენ, ისე არ ახსენებდნენ. ეგ ასეთ ისეთიო, რომ არ დაეტანებინათ“ (ოთარ ჩხეიძე).
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.