| | |
ადიდებულ მდინარეზე იტყვიან, ლანგმოდებით მოდისო. ასევე ტალახსა და ლაფში მოსვრილ ადამიანზეც ამბობენ, მოლანგულიაო (იმერულში გვხვდება ამოლანგული, ამოლაგნული, დასვრილის, ამოგანგლულის მნიშვნელობით (ზ. ჭუმბურიძე). ხშირად გაიგონებთ: „ახალ მორწყულში ვთოხნიდით და თოხმა ლანგი აიკრა... აილანგაო“.
თვალადურ „ლანგ“-თან შედარებისას როგორც შინაარსობლივ, ისე გარეგნულ ნათესაობას ამჟღავნებს „ლანქერი“. საყურადღებოა აგრეთვე „ლია“ და „ლიანი“ (ლამი, ლაფი, საფლობი ტალახი).
ლანგს, ლანქერსა და ლია-ლიანებს ერთმანეთს უახლოვებს „ლიანქერი“, რაც დ. ჩუბინაშვილის განმრეტებით დამდნარი თოვლის ღვარია, „ლიანქერი“ გურულ „დიალექტშიც გვხვდება“ (იხ. „განმარტ. ლექსიკ.“).
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |