მა მდ მე მზ მთ მი მკ მო მრ მტ მუ მშ მჩ მც მძ მჭ
მად მაკ მალ მამ მან მარ მას მაც მაჭ მახ

მალიათი

მალიათი არაბული სიტყვა ყოფილა და ფულად გამოსაღებს ნიშნავს. ზოგიერთი კუთხის მეტყველებაში (იმერეთსა და ქიზიში) ქონებას, სიმდიდრეს, შეძლებას ნიშნავს (იხ. „განმარტ. ლექსიკ.“, აგრეთვე ვუკ. ბერიძის „სიტყვის კონა“).

დღევანდელ ქართლურშიც ამ ტერმინს დაკრგული აქვს პირველადი შინაარსი და სარგებლობის, შემოსავლის, ძალის მნიშვნელობით იხმარება.

„აბა ამ გამხმარი ვაშლის მაგალითი რა არის, უმდა მოსჭრა!“ პირველადი მნიშვნელობით ეს ტერმინი შემხვდა ნიკოლოზ აბაშიძისთვის მეფე თეიმურაზ მეორის მიერ ბოძებულ წყლობის წიგნში:

„შენ ამათს სახელმწიფოს მალიათთან ხელი ნუ გაქვს. მალიათისა ომალმა იცის. გლეხი კაცის მოყვანას და სოფლის აშენებას ეცადე და კარგად მოუარე, რომელიც მოურავის რიგი იყოს, ისე იქცეოდე და უსამართლოს გლეხის კაცისათვის ნუ აქნევინებ“.

როგორც ამ ამონაწერიდან ჩანს, თეიმურაზ მეორე ნიკოლოზ აბაშიძეს მითითებას აძლევს სახელმწიფო გადასახადის (სახელმწიფო მალიათის) აკრეფა შენ გევალება, ეს ომალის საქმეაო.

მალიათს ამ მნიშვნელობით ხმარობს იესე ბარათაშვილიც: „რაღა მოგახსენოთ, რაც ამ სოფლის მალიათისათვის ჩვენ სასჯელი მოგვეცა“ („ცხოვრება–ანდერძი“).

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9