| | |
ეს სიტყვა ფიქისრებულია ამ მნიშვნელობით ძველ და ახალ ლექსიკონებში, მაგრამ რამდენადაც ვიცი უგულებელყოფილია დღევანდელ მხატვრულ თუ მეცნიერულ ლიტერატურაში, ჟურნალისტიკაში და სხვ.
სასურველი კი არის, რომა ამ ნათელ, ძალზე გამომსახველ ტერმინს, რომელიც ქართლურ (და ალბათ სხვა) დიალექტში დღესაც ცოცხლობს, დაუბრუნდეს თავისი ადგილი.
„მახსოვრი“ ხშირად გვხვდება ძველ სიგელ-გურჯებსა და სოციალური ყოფის ამსახველ დოკუმენტებში:
„...ორი-სამი მახსოვარი და მცოდნე კაცი თორტიზიდამ უნდა მოიყვანო, ორი სამი მახსოვარი კაცი რეხიდამ და... თუ ეს მახსოვარი კაცები ნიკოლოზის სიტყუას დაემოწმნენ...“ (დოკ. საქ. სოც. ისტ. 2 ტ. ნ. ბერძენიშვილის რედ.).
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |