![]() |
![]() | |
ეს სიტყვა გვხვდება ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტის მიერ საბა ორბელიანის ძმის ერასტისადმი მიწერილ წერილში. წერილი გამოგზავნილია ქალაქ ყნდაარიდან საბას და ერასტის უმცროსი ძმის ვახუშტის გარდცაველბის შემდეგ ხანებში (1707 წ.). წერილი ასე იწყება:
„ქ: თქვენის ამგვარად მარცხისათვის დიდად მომძიმარი მეფე შაჰნავაზ ვიკადრებ...“
გიორგი მეფემ თავის ახლო ნათესავებს საბას და ერასტის ყნდაარიდან ამაზე სამძიმარი სხვა წერილით გმოუცხადა. ეს უფრო გვიან გამოგზავნილი წერილია. წერილთან ერთად მეფე გიორგი ერასტის საჩუქარს უგზავნის: „ვიცი მწუხარებით იქნებით და შავითა. შავის გამოსაცვალად ხალათი მიახლებიაო“. ისე, რომ ეს წერილი ნათესავის და ხელქვეითის უბედურებით გულდამძიმებული, მომძიმარი მეფის წერილია და არა უშუალო სამძიმრის წერილი.
საბა ორბელიანის ლექსიკონში სიტყვა მომძიმარი არა გვხვდება. არც მოსამძიმრე. ეს ორი სიტყვა არც ნიკო ჩუბინაშვილის ლექსიკონშია. დავით ჩუბინაშვილს კი აქვს მომძიმარი და „მოწყინებულის, скучный“-ს მნიშვნელობით ხსნის. რაც შეეხება „სამძიმარს“, საბასაც აქვს („მძიმედ დასადები. მისაჩნევი“) და ნიკო ჩუბინაშვილიც უფრი ვრცლად და კონკრეტულად განმარტავს: „სამძიმარი, სამძიმილი მწუხარების მოსახსენებელი სიტყვა ნათესავისადმი მიცვალებულისათა...“
„ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ შეტანილია სამძიმრიც და მოსამძიმრეც, მომძიმარი კი – არა.
პირადად საბასადმია მოწერილი. ამ წერილებში, გრდა „მოსამძიმრისა“, გვხვდება სხვა სიტყვებიც, რომლებიც საბას ლექსიკონში არ არის (ყოფადობა, თამამოზარი, მანდეური, საუფროსო, სვიფონი...). მე ეს სიტყვები შევამოწმე. შესაძლოა სხვებიც იყოს.
მართალია, საბას ამ დროს (1707 წ.) ლექსიკონი უკვე დიდი ხნის დმთავრებული ჰქონდა, რაც სპეციალურ ლიტერატურაში გამორკვეული და გიორგი მეფის წერილში ნათქვამიც ადასტურებს: „ქ: ლექსიკონი გამოგეგზავნა და ნეტამც იმას მოსწრებოდა, ვისთვისაც გამოგეგზავნა!“ (იგულისხმება: ნეტამც ცოცხალი ვახუშტისთვის მოესწრო!), მაგრამ ისიც ხომ ცნობილია, რომ საბა თავის ლექსიკონს ავსებდა და აუმჯობესებდა სიცოცხლის ბოლო დღეებამდე... ამიტომ დიდი ლექსიკოგრაფისათვის გიორგი მეფის იშვიათი სიტყვებით მდიდარი წერილები ერთგვარ სალექსიკონო მასალდაც უნდა ქცეულიყო, მითუმეტეს, ამ წერილის დიდი ნაწილი საბას ლექსიკონს ეხება.
აი ის ადგილები: „...ასრევ მიამა და გავეწყვე (ლექსიკონს. გ. შ.). რომე თათრულ წიგნზედ მივდგარვარ და კიდევ ვისწავლე. ლამის ის გამაშობინოს ამისმა კითხვამა. ბევრი შენდობა მითქვამს და კიდევ გეტყვი შენდობასა. დიაღ კარგი წიგნია და კარგადაც გავწყევ. ახლა ამ წიგნში ზოგი რამ ქართული სიტყვა არის, ვერ შემიტყვია. თუ ამას გარკვევით, კაის ხელით დამიწერინებ და გმომიგზავნი, კრგი იქნება. ეს ნუსხა არის, შენთვის კიდევ გექნება, იმაზედ გარდმომიწერინე. დიაღ დაგიმადლებ“.
ალბათ გიორგი მეფე იმ სიტყვების სიასაც დაურთავდა თავის წერილს, რომლებიც ვერ „შეუტყვია“, თან თანაგრძნობით ებოდიშება მგლოვიარე საბას, როგორ დაგავალო, „ან რა პირით დაგდვა საქმეო“.
არ შეიძლება ამ წერილს თავის საყვარელ „სიტყვების სამყაროში არ დაებრუნებინა საბა ორბელიანი, „კბილი არ გაესინჯა“ სპარსეთში მყოფი ქართლის მეფის ქართულისათვის.
მაგრამ... ![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |