1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

  1. 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო გაერომ. დეკლარაციამ სათავე დაუდო ადამიანის უფლებათა აღიარებისა და დაცვის თანამედროვე ისტორიის დასაწყისს. დეკლარაციის მიღების შემდეგ, იგი მთელ მსოფლიოში სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებები ქცევის სტანდარტად იქცა.
    Source: თოფჩიშვილი რევაზ, სამართლის ევოლუცია და ადამიანის უფლებები //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999,

  2. ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ადამიანის უფლებათა დოკუმენტი მიღებული 1948 წ. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. მან იმდენად ფართო აღიარება მოიპოვა, რომ მისი საწყისი არასავალდებულო ხასიათი შეიცვალა და ახლა ხშირად ეყრდნობიან, როგორც საერთაშორისო სამართლის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია შედგება პრეამბულისა და 30 მუხლისაგან, რომლებიც აყალიბებენ ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს, რომელიც გააჩნია ყველა ქალს და კაცს მთელ დედამიწაზე რაიმე დისკრიმინაციის გარეშე. ის უზრუნველყოფს როგორც სამოქალაქო ასევე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
  3. (საყოველთაო დეკლარაცია): მიღებულია გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს. გაერო-ს ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც აყალიბებს ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ნორმებს. ყველა წევრ სახელმწიფოს დადებულიაქვს საყოველთაო დეკლარაციის შესრულების პირობა. მართალია, დეკლარაცია ჩაფიქრებული იყო არასავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტად, მაგრამდროთა განმავლობაში მისმა დებულებებმა ისეთი ფართო აღიარება ჰპოვა, რომ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ის საერთაშორისო სამართლის ჩვეულებრივი ნაწილია.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9