1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუ- კუზ კულ კუმ კურ

კულტურის დიფუზია

ორი ან მეტი საზოგადოების კულტურული მახასიათებლების უერთიერთშეღწევა და ურთიერთგამდიდრება. ესაა კულტურის გავრცელება-მოძრაობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც არ გულისხმობს აუცილებლად მიგრაციულ პროცესებს. კულტურული დიფუზიის საშუალებებად მიიჩნევა ტურიზმი, მისიონერთა მოღვაწეობა, სავაჭრო ურთიერთობანი, ომი, სამეცნიერო კონფერენციები, გამოფენები, სტუდენტებისა თუ სპეციალისტების გაცვლითი პროგრამები და ა. შ. მაგალითად, საქართველოში მოღვაწე ევროპელი მისიონერები აქ არა მარტო თავიანთ რელიგიურ კოდექსს ამკვიდრებდნენ, ისინი სხვა სამყაროს „კულტურის ელჩები“ იყვნენ ჩვენს ქვეყანაში (მათგან აითვისეს ქართველებმა ქარის წისქვილი, ფუნთუშეულობის ცხობა და სხვა). კულტურის დიფუზია შეიძლება განხორციელდეს არა მარტო ხალხებსა და ქვეყნებს, არამედ ჯგუფებს და კლასებს შორის. აქედან გამომდინარე, განარჩევენ ორ მიმართულებას: 1) კულტურის დიფუზია ეთნოსებს, გარკეული სტატუსის მქონე ინდივიდების ჯგუფებს შორის (მაგ., პოლიციელების მიერ ქურდული სამყაროს ლექსიკის აქტიური ხმარება); 2) კულტურული ელემენტების ვერტიკალური გავრცელება არათანაბარი სტატუსის მქონე სუბიექტებს შორის. ასეთ პროცესს უწოდებენ სტატიფიკატორულ კულტურულ დიფუზიასაც, რომელიც შეიძლება ორი - აღმავალი და დაღმავალი - ფორმით განვითარდეს (მაგ., არისტოკრატიის მიერ მდაბიური საუბრის სტილის ელემენტების გადმოღება ან ფუფუნების საგნების საყოველაოდ ქცევა).
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9