1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუ- კუზ კულ კუმ კურ

კულტურის კრეოლიზაცია

ამ თეორიის ავტორია ედუარდ გლისანი - მარტინიკელი მწერალი და ფილოსოფოსი.კულტურათა და ხალხთა ურთიერთშეხვედრასა და შეღწევაში იგი ხედავს კაცობრიობის ახალ ფორმას, დამყარებულს საკუთარ ტრადიციებსა და ფესვებზე, ოღონდ გამდიდრებულს სხვა ხალხთა კულტურული ტრადიციებით. მისთვის ამოსავალია „ურთიერთობის“ ცნება, რომელიც უპირისპირდება კულტურულ დომინირებას ან მულტიკულტურას (ეს უკანასკნელი კულტურულ მრავალფეროვნებას ენაცვლება).„ურთიერთობა“, „კრეოლიზაცია“, „უნივერსალობა“ - ეს ცნებები ურთიერთშემავსებელია.მწერალი გადაჭრით ილაშქრებს ტერმინის „კრეოლური კულტურა“ წინააღმდეგ. მისი აზრით, სიტუაციას მსოფლიოში გაცილებით უფრო შეესაბამება ტერმინი „კრეოლიზაცია“. ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც განაპირობებს იდენტურისა და განსხვავებულის წარმოშობას. „კრეოლური კულტურა“ კი ის ტერმინია, რომელსაც მულტილინგვიზმი და მულტიეთნიკური საწყისი დოგმისა და ნიმუშის რანგში აყავს, ამიტომ იგი მიუღებელია ავტორისათვის, რომელიც ყოველგვარი ნიმუშის წინააღმდეგია. გლისანის მიერ შემოთავაზებული ცნება „კრეოლიზაცია“ არ აღნიშნავს მხოლოდ კარიბის კუნძულებზე მიმდინარე პროცესს. ეს მხოლოდ დამოკიდებულებაა მის მიმართ: ხალხი, ვისაც არ გააჩნია ღრმა ისტორიული წარსული და ტრადიციები, უმტკივნეულოდ მიიღებს გლობალურ კულტურას და მოხდება საზოგადოების მოდერნიზება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი განსაზღვრება შეიქმნა და ჩამოყალიბდა გლობალიზაციის გამოწვევებისა და მასზე გაცემული პასუხების შედეგად.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9