1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კანონის ბატონობა

ცივილიზებულ ცხოვრებაში კანონის უზენაესობა რომაელებისგან მიღებული მემკვიდრეობაა. შუა საუკუნეების მოაზროვნეებმა შეიმუშავეს ბუნებითი სამართლის თეორია, რომლის მიხედვითაც, მონარქებს ენიჭებოდათ ძალაუფლების განხორციელების უფლება, რისი შედეგიცაა ინგლისში სამოქალაქო კოდექსის ტრადიციის ჩამოყალიბება. XVI და XVII საუკუნეებში, აბსოლუტიზმის ბატონობისას, კანონის უზენაესობა უფრო ირღვეოდა, ვიდრე დაცული იყო, მაგრამ იდეა ხელისუფლების დამორჩილებისა გარე შეზღუდვებისადმი ძალაში რჩებოდა: „Non sub homine sed sub Deo et lege“ („არა კაცის, არამედ ღვთისა და კანონის ქვეშევრდომობა“). კანონის უზენაესობის ტრადიციამ საფუძველი ჩაუყარა კონსტიტუციონალიზმსა და ადამიანის უფლებებს, მათ შორის, კერძო საკუთრების უფლებას, უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლას. სხვა ცივილიზაციათა უმრავლესობაში კანონი გაცილებით ნაკლებ როლს თამაშობდა ცნობიერებისა და ქცევეს ჩამოყალიბებაში.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9