1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი

დასავლური ქრისტიანობა - თავდაპირველად კათოლიციზმი, შემდეგ კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი - წარმოადგენენ დასავლური ცივილიზაციის ისტორიულად უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს. თავისი არსებობის თითქმის მთელი ათასწლეულის მანძილზე ის, რაც დასავლური ცივილიზაციის სახელით არის ცნობილი, დასავლეთ საქრისტიანოდ იწოდებოდა; არსებობდა ერთობის კარგად განვითარებული გრძნობა დასავლეთის ქრისტიან ხალხებს შორის, რომლის მეშვეობით ისინი თავს განასხვავებდნენ თურქების, მავრების, ბიზანტიელებისა და სხვებისაგან; სწორედ ღვთისა და ოქროს გულისათვის გავიდნენ დასავლელები კონტინენტიდან მსოფლიოს დასაპყრობად XVI საუკუნეში. რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია, დასავლეთ საქრისტიანოს გაყოფა პროტესტანტულ ჩრდილოეთად და კათოლიკურ სამხრეთად დასავლეთის ისტორიის ასევე განსაკუთრებული შტრიხია, რომელიც სრულიად უცხო იყო აღმოსავლური ორთოდოქსიისათვის და საერთოდ არ არსებობდა ლათინური ამერიკის სინამდვილეში.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9