1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მსა მსგ მსო მსუ მსჯ

მსოფლსისტემური მიდგომა

„ანალების“ სკოლის წარმომადგენელმა ფერნარ ბროდელმა და ეკონომიკის ისტორიის მკვლევარმა იმანუელ ვალერსტაინმა ჩამოაყალიბეს. ამ უკანასკნელის წიგნში „თანამედროვე მსოფლსისტემა“ კარგად არის ჩამოყალიბებული მსოფლისტემური თვალთახედვა, რომლის მიხედვითაც, მსოფლსისტემა არის არა მსოფლიო სისტემა, არამედ ესაა სისტემა, რომელიც წარმოადგენს სამყაროს. მსოფლსიტემური მიდგომისათვის ამოსავალია უფრო დიდი ორგანიზმების გამოყოფა, ვიდრე სოციალურ-ისტორიული ორგანიზმია, მაგრამ ამოსავალი წერტილი არის არა კულტურა, არამედ ეკონომიკა. პირველი მსოფლსისტემები მსოფლიო იმპერიებია, რომლებიც წარმოადგენს არა მხოლოდ სამყაროებს, არამედ წარმოების წესსაც. ეს მსოფლიო იმპერიები თავის თავს გარდაქმნის ახალ მსოფლიო სისტემად, ანუ მსოფლეკონომიკად. წარმოების წესის მიხედვით, ვალერსტაინი გამოყოფს სხვადასხვა მსოფლსისტემას და აღიარებს, რომ თანამედროვე მსოფლსისტემა, ანუ კაპიტალისტური მსოფლეკონომიკა, ერთადერთია, რომელიც არა მხოლოდ გადარჩა, არამედ აჯობა სხვა სოციალურ სისტემებს, „შეისრუტა რა ისინი. 80-იანი წლების მიწურულიდან გამოიკვეთა მსოფლსისტემური მიდგომის მომხრეთა მიერ კაცობრიობის ისტორიის ორგვარი ხედვა: პირველის მიხედვით, მსოფლიო ყოველთვის წარმოადგენდა ერთიან მსოფლსისტემას, ხოლო მეორის მიხედვით, მსოფლიო ყოველთვის იყო გახლეჩილი რამდენიმე მსოფლსისტემად. კ. ჩეიზ-დანმა პირველის მომხრეებს „მონოლი-თისტები“ უწოდა, ხოლო მეორეთ კი - „დამნაწევრებლები“. „მონოლითისტების“ აზრით, უკანასკნელი 5 ათასი წლის მანძილზე (რაც არსებობს კალასობრივი საზოგადოება) მთელი ძველი სამყარო წარმოადგენდა ერთიან მსოფლსისტემას, ახალი სამყარო კი, XV საუკუნის ბოლომდე მეორე მსოფლსისტემა იყო. XV საუკუნეში ეს ერთი „ნაპრალი“ შეავსო ამერიკის აღმოჩენამ. ამ თვალსაზრისის წარმომადგენლები არიან ა. გ. ფრანკი, ს. ამინი, ჯ. აბუ-ლუგჰოდი. ყოველი მათგანისათვის დამახასიათებელია მეტნაკლებად აგრესიული ანტიევროპეიზმი. „დამნაწევრებლების“ წარმომადგენელია კ. ჩეიზ-დანი, რომელიც გამოყოფს მსოფლსისტემათა სხვადასხვა ტიპს, შემოაქვს ცნება „ზემსოფლსისტემა“, რომლითაც აღინიშნება ევრაზია. როგორც ვხედავთ, მსოფლისტემა თავის თავში გულისხმობს „გლობალიზაციას“. „მონოლითისტები“ აღიარებენ კაპიტალისტური მსოფლეკონომიკის, როგორც ერთიანი მსოფლსისტემის, დომინანტობას და თვლიან, რომ კაპიტალიზმის საფუძვლები საძიებელია არა ერთ რომელიმე საზოგადოებაში, რომელსაც ვალერსტაინი „ნაციონალურ სახელმწიფოებს“ უწოდებს, არამედ სწორედ მათ ურთიერთობაში. მათი აზრით, კაპიტალიზმის საფუძვლები საძიებელია იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს, ინდოეთის ნაწილს, ცენტრალურ და სამხრეთ აზიას, სწორედ აქ იყო პროტოკაპიტალისტური ელემენტები. მზრდად გლობალურ კულტურას აქვს შესაძლებლობა, გავრცელდეს როგორც ელიტარულ, ასევე ფართო ფენებზე. შეასძლოა, ელიტარულ დონეზე კულტურის გავრცელების ყველაზე მთვარი საშუალება არის ის, რასაც ს. ჰანთინგტონმა დაოსური კულტურა უწოდა (სახელწოდება მომდინარეობს შვეიცარიული ქალაქის სახელიდან); ამ სახელწოდებით განისაზღვრება წამყვანი საქმიანი და პოლიტიკური წრეების საერთაშორისო კულტურა, რომლის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ისევე როგორც ეკონომიკური და ტექნოლოგიური გლობალიზაციისა, საერთაშორისო ბიზნესია. ამ კულტურის მატარებლებად მოიაზრებიან არა მარტო ის ადამიანები, რომლებიც ხშირად დადიან დავოსში, არამედ ისინიც, ვისაც სურს იყოს ამ საზოგადოებს წევრი და არ არის, ან ჯერ არ არის.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9