შემუშავებული ფრობენიუსის, შპენგლერისა და ბოუზმანის მიერ, ხაზს უსვამს საზღვრებს, რომელთა ფარგლებში ცივილიზაცია-რეციპიენტები შერჩევითად ითვისებენ სხვა ცივილიზაციების ელემენტებს, ახდენენ მათ ადაპტირებას, გარდაქმნასა და ასიმილაციას და ამით უზრუნველყოფენ თავიანთი კულტურების უმთავრესი ღირებულებების - „პაიდეუმი“ - გადარჩენას. მსოფლიოს თითქმის ყველა არადასავლური ცივილიზაცია არსებობდა, სულ ცოტა, ერთი, ზოგი კი რამდენიმე ათასი წელი. არსებობს არაერთი მაგალითი სხვა ცივილიზაციათაგან სესხებისა, საკუთარი არსებობის შესანარჩუნებლად. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ჩინეთის მიერ ინდოეთისგან ბუდიზმის ათვისებას არ გამოუწვევია ჩინეთის „ინდუიზაცია“. ჩინელებმა იგი თავიანთ მიზნებსა და საჭიროებებს შეუსაბამეს, ჩინური კულტურა კი ჩინური დარჩა.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006