1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სივრცის კულტურა

სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული ტერმინი.არადასავლეთი, პრემოდერნი ან არამოდერნი - სივრცის კულტურაა, რომელიც აღბეჭდილია თავიანთ ადგილსამყოფელზე ადამიანთა და საგანთა მიჯაჭვულობის ნიშნით. ეს არის მშვიდი, სტატიკური ინერცია, რომელიც ადამიანებს სიმყუდროვის, უსაფრთხოებისა და მოვლენათა პროგნოზირებადობის განცდას ანიჭებს. დროის კატეგორია ამ კულტურისათვის უცხო არ არის, მაგრამ იგი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული ცვალებადობა, დიდ როლს არ თამაშობს. დროის კულტურის სწორხაზოვანი, სწრაფწარმავალი დროისაგან განსხვავებით, ეს ციკლური დროა, რომელიც წრებრუნვას ასრულებს გაჩენას, აღსასრულსა და კვლავ გაჩენას შორის. სივრცის კულტურისათვის დამახასიათებელია მყარი საზოგადოებრივი ჯგუფების არსებობა, რომლებიც განსაზღვრავენ ცალკეულ ინდივიდთა ცხოვრებას დაბადებიდან სიკვდილამდე და რომლებთანაც ეს ინდივიდები მჭიდროდ არიან დაკავშირებული. სივრცის კულტურა აღბეჭდილია მყარი რიტუალებით, წეს-ჩვეულებების შენარჩუნებისათვის ზრუნვით. ეს წეს-ჩვეულებები ამ სახით მხოლოდ ამ კულტურაში - ამ სივრცეში, ამ ნიადაგზე არსებობენ, სიმყუდროვისა და შინაურულობის განწყობას უქმნიან იმ ადამიანებს, ვის ჩვეულებებსაც ისინი წარმოადგენენ.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9