ტრადიციულად, დასავლური საზოგადოება პლურალისტური იყო. როგორც დოიჩი შენიშნავდა, დასავლეთს გამოარჩევს „სხვადასხვა ავტონომიური ჯგუფის არსებობა და სიმყარე, რომლებიც არ არიან დამყარებული სისხლისმიერ ნათესაობაზე ან ქორწინებაზე“. VI და VII საუკუნეებიდან დაწყებული, ასეთ ჯგუფებს თავდაპირველად წარმოადგენდნენ მონასტრები, სამონასტრო ორდენები, გილდიები, შემდგომში ევროპის არაერთ კუთხეში მათ მოიცვეს მრავალი სხვადასხვა გაერთიანება და საზოგადოება. გაერთიანებათა პლურალიზმს შემდგომში კლასობრივი პლურალიზმი დაემატა. დასავლეთ ევროპული საზოგადოებების უმრავლესობაში არსებობდა შედარებით ძლიერი და დამოუკიდებელი არისტოკრატია, სოლიდური ფენა გლეხობის სახით და მცირერიცხოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანი კლასი ვაჭრებისა. ევროპულ საზოგადოებათა უმრავლესობაში ფეოდალური არსიტოკრატიის ძლიერება მთავარი მიზეზი იყო იმისა, რომ იქ აბსოლუტიზმის ფეხის მოკიდება შეუძლებელი ხდებოდა. ევროპული პლურალიზმის გაგება დიამეტრულად საპირისპოროა სამოქალაქო საზოგადოების საღარიბის, არისტოკრატიის სისუსტისა და ცენტრალიზებული ბიოუროკრატიული იმპერიების სიძლიერისა, რომლებიც რუსეთის და ჩინეთის რეალობაში არსებობდა, ისევე როგორც თურქეთის სამფლობელოებსა და სხვა არადასავლურ საზოგადოებებში.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006