წინა თაობებიდან არაწერილობითი გზით მემკვიდრეობით მიღებული და დამკვიდრებული ჩვეული აზროვნებისა და ქცევის სტანდარტების ერთობლიობა, ინფორმაცია საზოგადოებრივი ცხოვრების ადრინდელი გამოცდილების, რწმენა-წარმოდგენების, სოციალური პოზიციისა და ინსტიტუტების შესახებ. ტრადიცია მოიცავს სოციალური და კულტურული გამოცდილების დიდი ერთობლიობის მხოლოდ იმ კომპონენტებს, რომლებიც საზოგადოების წინაშე პერიოდულად წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის ყველაზე ეფექტურ საშუალებად იქცა და რომელიც შენარჩუნდა ისტორიული, სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების შემდეგ. ტრადიცია კულტურის თვითმყოფადობის ერთ-ერთი გამომხატველია, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ტრადიცია მოიცავს სოციალური და კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს, რომლებიც არა მხოლოდ გადაეცემა თაობიდან თაობას, არამედ ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მრავალი თაობის ცხოვრების მანძილზე. ტრადიცია განსაზღვრავს არა მარტო იმას, რა გადაიცეს მემკვიდრეობით, არამედ იმასაც, თუ როგორ გადაიცეს იგი. ეს ტერმინი გამოიყენება ქცევის წესებისა (სტუქტურის) და რწმენა-წარმოდგენების ხასიათის თითქმის იდენტურ ფორმებში განმეორებადობის აღსაწერად და ასახსნელად.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობაზე გადაცემული წეს-ჩვეულებები, ყოფა-ქცევის ნორმები, შეხედულებები და ა.შ.
Source: ცხელი შოკოლადი – 2007. – №27 – რედ.: შორენა შავერდაშვილი
მას ერთსულოვნად იოანეს უწოდებს. ეს სახელი „ღმრთის წყალობას“ ნიშნავს და საკმაოდ გავრცელებული იყო იუდაურ სამყაროში მოციქული „წარგზავნილს“ ნიშნავს
Source: დიუმულენი, პიერ. იოანეს სახარება; გამოცხადება; ეპისტოლეები: კომენტარი/პიერ დიუმულენი; [თარგმნა ფრანგ. რუსუდან ავალიშვილმა; რედ. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი]. - თბ.: თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი, 2008. - 255გვ.; 20სმ.. - ISBN: 978-9941-0-0288-5 : [ფ.ა.][MFN: 132319]
პრაქტიკა ან ინსტიტუცია, რამაც დროს გაუძლო და, შესაბამისად, წინა პერიოდიდან მემკვიდრეობით იქნა მიღებული.
Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.