1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დია დიგ დიდ დივ დიზ დინ დიო დიპ დირ დის დიტ დიუ დიფ დიქ

დისკურსი

  1. L. discursus აქეთ-იქით სირბილი, საუბარი, ლაპარაკი
    Fr. discours - მეტყველება
    E. discourse
    წარმოადგენს რაღაც კონკრეტული პრაქტიკის საგნის გარშემო ცოდნის კონსტრუირებას ან ამ საგანზე მსჯელობის გზებს: კომპლექსი (ერთობლიობა) იდეების, გამოსახულებების, და პრაქტიკის, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ თემასთან, სოციალურ აქტივობასთან ან ინსტიტუტიციასთან საზოგადოებაში. ეს დისკურსიული ჩამოყალიბებული ერთობლიობები, განსაზღვრავენ რა არის და რა არ არის მისაღები ამა თუ იმ კონკრეტული საგნის თუ სოციალური აქტივობის შესახებ მსჯელობისას, რა ცოდნა არის აუცილებელი და აქტუალური იმ მოცემულ კონტექსტში და რა ტიპის ინდივიდები ატარებენ ამ მახასიათებლებს. არსებობს ბევრი მსგავსება, მაგრამ, ამავე დროს, განსხვავებები სემიოტურსა და დისკურსიულ მიდგომებს შორის. ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ სემიოტური მიდგომა ეხება თუ როგორ ხდება წარმოდგენა, თუ როგორ ქმნის ენა მნიშვნელობას, რომელსაც ეწოდება „პოეტიკა“, მაშინ როდესაც დისკურსიული მიდგომა უფრო შეეხება რეპრეზენტაციის შედეგებსა და ეფექტებს -მის პოლიტიკას. ის იკვლევს არა მხოლოდ როგორ ქმნიან ენა და რეპრეზენტაცია მნიშვნელობას, არამედ ცოდნას, რომელსაც წარმოქმნის კონკრეტული დისკურსი და რომელიც უკავშირდება ძალაუფლებას, არეგულირებს ქცევას, შეადგენს ან აკონსტრუირებს იდენტობებს და სუბიექტებს და განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოიზრებოდნენ და გამოიხატებოდნენ მოცემული საგნები. ფოკუსი დისკურსიულ მიდგომაში ყოველთვის კონკრეტული ფორმის ისტორიულ სპეციფიურობაზეა ან კიდევ გამოხატვის მექანიზმზე: არა ენაზე როგორც ასეთზე, არამედ კონკრეტულ ენებზე ან მნიშვნელობებზე და თუ როგორ ხდება მათი გამოყენება მოცემულ დროს და მოცემულ ადგილას.
    Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მისი განსჩვავებული განმერტებები გვხვდება.მაგალითად, ლინგვისტიკურ და სემიოტიკურ ტერმინთა ინგლისურ-რუსულ ლექსიკონში (ლექსიკონი 2001) მოცემული განმარტებებიდან პირველი, რომელიც ტექსტის ლინგვისტიკასა და დისკურს-ანალიზშია გამოყენებული, დისკურსს განსაზღვრავს როგორც თემატურად, კულტურულად ან კიდევ რამე ნიშნით ურთიერთდაკავშირებული ტექსტების ერთობლიობას, რომლის განვითარება და შევსება შესაძლებელია დამატებითი ტექსტებით. მეორე განმარტებით, რომელიც სოციოლოგიასა და სოციალურ სემიოტიკაშია მიღებული, დისკურსი არის ურთიერთობა, რომელიც განიხილება როგორც გარკვეული დისკურსული „პრაქტიკების„ განხორციელება (მ. ფუკო). მესამე დეფინიცია ასევე გამოიყენება სოციოლოგიაში, მაგრამ გამოიყენება ლოგიკასა და ფილოსოფიაშიც: იგი განსაზღვრულია როგორც სამეტყველო კომუნიკაციის სახეობა, რომელიც გულისხმობს სოციალური ცხოვრების ღირებულებათა, ნორმათა და წესთა რაციონალურ კრიტიკულ განხილვას და რომლის ერთადერთი მოტივია ურთიერთგაგების მიღწევა (ი. ჰაბერმასი) (ლექსიკონი 2001: 111).
    Source: წახნაგი, – 2009, – №1 - (ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული, რედ. მ. ღაღანიძე)
  3. მრავალი მნიშვნელობის მქონე ტერმინი. ზოგადად, იგი აღნიშნავს შაბლონურ მნიშვნელობებს მეტყველებით ან წერით ენაში.
    Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
  4. ადამიანთა ურთიერთმოქმედება, კერძოდ, კომუნიკაცია; დისკურსს შეუძლია ახსნას ან ილუსტრირება გაუკეთოს ძალაუფლებრივ ურთიერთობებს.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9