1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დუა დუბ დუგ დუმ დურ დუხ

დუგლასი მარი

მარი დუგლასის მეთოდოლოგია სემიოტიკასა და ფუნქციონალიზმს ეფუძნება, თუმცა მის ნაშრომში სიმბოლური დაბინძურების ძალის შესახებ - რომელიც შთააგონებს მორალურ, ფსიქოლოგიურ და ეგზისტენციურ შიშს - აშკარაა სტრუქტურალიზმისა და ფუნქციონალიზმის ელემენტები. დუგლასი თვლის, რომ საკრალური და პროფანული წამოადგენენ სიმბოლური კლასიფიკაციის არა მხოლოდ შიდა კულტურულ წყაროებს, არამედ ძლიერი მორალური და ემოციური ჩართულობისა და სოციალური კონტროლის საფუძველსაც წარმოადგენენ. როდესაც საუბარია „დაბინძურებაზე“, ჩვენ არ ვგულისხმობთ ჰიგიენურ ან მატერიალურ პირობებს. არამედ დაბინძურებულად ითვლება ის, რაც არ მოდის მმართველ სიმბოლურ კლასიფიკაციებთან შესაბამისობაში. სიწმინდე კი საპირისპიროდ არის ის, რაც შეეხება მოცემულობის გამაძლიერებელ ელემენტებს, ხოლო, ის რაც დაბინძურებულია უწესრიგობის წყაროა, ანუ უადგილოა.უწესრიგობა არა ქაოტურობას გულისხმობს, არამედ საფრთხეს. დაბინძურებული ნივთები ასოცირდება შავ ძალებთან, პროფანულთან. დაბინძურება არის იარაღი იმისთვის, რომ მოახდინო დომინანტური სიმბოლური წესრიგის გაძლიერება. შეფერხებისთვის ადანაშაულებ გარეშე პირს, ეს აქტი ასახავს იმას, რომ ახალი ელემენტები ქმნიან გაუგებრობას, გაუგებრობა კი ეჭვს ბადებს გამეფებულ კლასიფიკაციებთან მიმართებაში. დუგლასს მარტივი საზოგადოებებიდან მოყავს მაგალითი და აჩვენებს, რომ ლიდერი, რომელიც ძალაუფლებას ლახავს და ლეგიტიმური სიმბოლური ქცევის კოდებზე იერიში მიაქვს, განიხილება როგორც არაკონტროლირებადი ძალებისა და სულების მატარებელი, დაბინძურებული. დაბინძურება შეიძლება გაწმენდილ იქნეს შესაბამისი რიტუალებით, რომელიც შიძლება მოიცავდეს აღიარებას, მსხვერპლშეწირვას ან კიდევ კომპლექსურ კვლავ ლეგიტიმურად გახდომის ცერემონიებს.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9