1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დუა დუბ დუგ დუმ დურ დუხ

დურკჰეიმი ემილ (1858-1917)

  1. დურკჰემიანისტულ მიდგომებში კულტურის მიმართ რელიგიას ძირითადი ადგილი ენიჭება. რელიგიაზე ფოკუსი შესაძლებლობას იძლევა ხაზი გავუსვათ სიმბოლური სისტემების კომპლექსურობასა და ავტონომიას. ფუნქციონალური და ვებერიანული თეორიებისაგან განსხვავებით, დურკჰემისეული მიდგომა არ არის მხოლოდ დაინტერესებული კულტურული პროცესების ისტორიული გაგებით ან კიდევ შედარებითი მიდგომებით მათ სოციალური და ეთიკური კოდების მიმართ. შესწავლის საგანი ხდება მნიშვნელადი სისტემის სტრუქტურა და პროცესი, რომლებიც განიხილება როგორც უნივერსალური, მიუხედავად მათი ისტორიული დროისა თუ ადგილისა. ამ კუთხით დურკჰემისეული მიდგომა უფრო ჰგავს სემიოტიკურსა და სტრუქტურალისტურს. როგორც სემიოტიკა, დურკჰემისეული თეორია კულტურულ სისტემებს განიხილავს როგორც ორგანიზებულს სიმბოლურ ანტინომიებად. ის ამ ფორმალიზმს სცილდება რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტში: უპირველეს ყოვლისა, დურკჰემისეული მიდგომა მიუთითებს, რომ ეს ანტითეზისები წარმოადგენენ არა მხოლოდ კოგნიტურ ან ლოგიკურ კლასიფიკაციებს, არამედ საკრალურსა და ჩვეულებრივს შორის ახდენენ გამიჯვნას. ასეთი ტიპის დაპირისპირებებს ემოციური და მორალური ხასიათი აქვს. კოგნიტური, ემოციური და მორალური დაყოფები შეიძლება განვიხილოთ როგორც ორგანიზებული სოციალური თემების საფუძველი, რომელთა წევრებსაც ერთმანეთთან აკავშირებთ მჭიდრო სოლიდარობის განცდა.დურკჰემისეული მიდგომა ხაზს უსვამს იმას, რომ მედიაციის როლს სიმბოლურ დაყოფებსა და სოციალურ სოლიდარობებს შორის ასრულებს რიტუალი. რიტუალები არის ინტენსიურად ემოციური ურთიერთობები, რომლებიც საკრალურ სიმბოლოებზე ორიენტირდებიან. ისინი შეიძლება წარმოიშვან როგორც სიმბოლური მუქარის მიმართ რეაგირება ან კიდევ სოციალური სოლიდარობის შესუსტების შედეგი საზოგადოებებსა თუ ჯგუფებში.
    Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. ამ პერიოდის ყველაზე გამოჩენილი ფრანგი სოციოლოგი. იგი ცნობილია როგორც ფუნქციონალიზმის ფუძემდებელი, მაგრამ ყველაზე ხშირად მას სტრუქტურალისტები, სოციოლინგვისტები და პოსტ-მოდერნისტები ესესხებიან. წარმოშობით ებრაელმა, მან განათლება საფრანგეთში მიიღო ფილოსოფიის დარგში. მალევე გადაერთო სოციალურ მეცნიერებებში და 1890-იანი წლების ბოლოს დააარსა L’Anee Sociologique – ყველაზე პრესტიჟული. სოციოლოგიური ჟურნალი საფრანგეთში, რომელიც მის სიკვდილამდე გამოდიოდა. დურკჰეიმის კარიერა ბრწყინვალე იყო არა მარტო როგორც მკვლევრის, არამედ როგორც პედაგოგის, მაგრამ ანტისემიტური მოძრაობისა და მისი თეორიის სადავოობის გამო მისი აღიარება გვიან მოხდა. მისი ნაშრომები დღემდე იბეჭდება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მის ძირითად ნაშრომებს მიეკუთვნება „რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“ „შრომის განაწილება საზოგადოებაში“, „სოციოლოგიური მეთოდის კანონები“. ემილ დურკჰეიმი ეძებდა ურბანული საზოგადოების წყობის საწყისს ბუნებრივი ეკოლოგიის პრინციპებში. იგი ყურადღებას ამახვილებდა რურალურ და ურბანულ საზოგადოებებში სოლიდარობის პრონციპის სხვაობაზე, ანუ „მექანიკურ სოლიდარობაზე“ და „ორგანულ სოლიდარობაზე“. მექანიკური სოლიდარობის ძირითადი მექანიზმია სოციალური ინტეგრაცია მცირე ზომის რურალურ საზოგადოებაში - სოფელში, ერთმნიშვნელოვანი რელიგიური პრინციპებით და მინიმალური შრომის დანაწილებით. ასეთ საზოგადოებაში მოქმედებს კოლექტიური ცნობიერება და მექანიკური სოლიდარობა. დურკჰეიმმა აღნიშნა, რომ გამოცდილებათა და იდეათა მრავალფეროვნება, რომელიც ქალაქისთვისაა დამახასიათებელი რეალურ საფრთხეს უქმნის მექანიკურ სოლიდარობას. მან ჩარლზ დარვინის თეორიასა და ბუნებრივ ეკოლოგიას მიმართა იმის ასახსნელად, თუ როგორ მიდიოდა საზოგადოება ბუნებრივი პროგრესიით საზოგადოების უფრო რთული ფორმებისაკენ. მან ქალაქში არსებულ სოლიდარობის ფორმას ორგანული უწოდა იმ მოსაზრებით, რომ შრომის განაწილების შედეგად საზოგადოების ყოველი ნაწილი ურთოერთდამოკიდებული გახდა, ისევე როგორც ორგანოებია ურთიერთდამოკიდებული ადამიანის სხეულში. ანუ ორგანული სოლიდარობა აღნიშვანს ნაწილების ურთიერთდამოკიდებულებას მთლიანობაზე, და ინდივიდუალურ ცნობიერებას ეყრდნობა.
    Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9