1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ძა ძვ ძი ძმ ძუ
ძალ ძარ ძაღ

ძალაუფლება

  1. E. power; authority
    მიშელ ფუკომ შეიმუშავა ძალუფლების ახალი ცნება. ჩვენ ძალაუფლებას განვიხილავთ როგორც ყოველთვის ზემოდან მომავალს ერთი მიმართულებით, და ერთი წყაროდან – მმართველი, სახელმწიფო, მმართველი კლასი. ფუკოსთვის ძალაუფლებას უფრო მოძრავი, წრიული ხასიათი აქვს. ის არასდროს არის ერთი ცენტრის მიერ მონოპოლიზირებული და ქსელური ტიპის ორგანიზაციის მატარებელია. ეს კი ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ჩვენ ყველანი ვართ მონაწილეები – ერთდროულად წარმოვადგენთ როგორც მჩაგვრელებს, ასევე ჩაგრულებს. ძალაუფლების ურთიერთობები განმსჭვალავენ სოციალური არსებობის ყველა დონეს და ფუნქციონირებენ სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში – ოჯახისა და სექსუალობის პრივატულ სივრცეებში, ისევე როგორც პოლიტიკის საზოგადოებრივ სივრცეებში, ეკონომიკასა და სამართალში. უფრო მეტიც, ძალაუფლებას არა მხოლოდ ნეგატიური, მჩაგვრელობითი ხასიათი აქვს, რომელიც ეძებს კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, არამედ ის ასევე პროდუქტიულია. ძალაუფლება აწარმოებს საგნებს, მოაქვს სიამოვნება, აკონსტრუირებს ცოდნის ფორმებს, ქმნის დისკურსს. ის შეიძლება განვიხილოთ როგორც პროდუქტიული ქსელი, რომელიც მთელ სოციალურ სხეულში ოპერირებს. მაგალითად, დამსჯელი სისტემა ქმნის წიგნებს, ხელშეკრულებებს, წესებს, კონტროლის ახალ სტრატეგიებს, დებატებს პარლიამენტში, ტრენინგის სისტემას ციხის თანამშრომლებისთვის.
    Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. მოქმედების შესაძლებლობა ან სიტუაციაზე ან სხვა ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების უნარი.
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
  3. მარტივად რომ ავხსნათ, ძალაუფლება საკუთარი მსოფლმხედველობის სხვისათვის თავსმოხვევის შესაძლებლობის ქონაა. უმეტესწილად, ძალაუფლება აღიქმება, როგორც რაიმე კუთვნილება, რომელიც დომინანტ ჯგუფებს გააჩნიათ, მარგინალიზებულ ჯგუფებს კი არა. პოსტ-სტრუქტურალისტურმა თეორიებმა, მაგალითად მიშელ ფუკოს ნაშრომებმა, ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა. ფუკო გვიჩვენებს ძალაუფლების ურთიერთმიმართებით მოდელს, რომლიც მიხედვითაც, ძალა ყველგანაა და შეუძლებელია მისგან გათავისუფლდე, პოსტსტრუქტურალიზმის გავლენის ქვეშ მყოფი ქვიარ თეორეტიკოსებისთვის კი ოპოზიციური პოლიტიკის მიზანი ძალაუფლების მიმართ წინააღმდეგობა (რეზისტენტობა) და მის საპირისპიროდ მუშაობაა და არა ძალაუფლებისგან გათავისუფლება.
    Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
  4. უფლება, ახორციელებდე ზემოქმედებას სხვებზე მორჩილების აღიარებული ვალდებულების ძალით.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9