1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ
ფულ ფუნ ფუტ

ფუნქციონალიზმი

მიდგომის მცდელობაა დაუკავშიროს კულტურული გავლენა სოციალური ქმედების ანალიზს. ფუნქციონალური ღირებულებების ანალიზის სისუსტე შემდეგში მდგომარეობს: ღირებულებები ხშირად დაიყვანება სოციალურ სტრუქტურებზე, თითქოს მათი ანალიტიკური ავტონომია მათი რეგულირების შესაძლებობას იძლეოდეს. მერტონმა წარმატებულად განსაზღვრა კულტურული ელემენტების მნიშვნელოვანი კომპლექსი და სოციალურმა მეცნიერებმა, რომლებსაც მერტონის გავლენა ჰქონდათ დეტალურად დააფიქსირეს ამ ნორმატიული სტრუქტურის ზემოქმედება მეცნიერულ ორგანიზაციასა და მოქმედებაზე. პრობლემა ისაა, რომ, მერტონის მიხედვით, ეს ღირებულებები შეიძლება წარმოიშვან ნებისმიერ სფეროში და არა მხოლოდ მეცნიერული პრაქტიკის წიაღში. ღირებულებებისა და ნორმების კომპლექსზე საუბრის დროს, მერტონი მეცნიერულ პრაქტიკას განიხილავს ისე თითქოს მეცნიერება შეიძლება მოვიაზროთ კულტურისგან იზოლირებული ფენომენი და არა როგორც კულტურული აქტივობა. მერტონი მეცნიერებას მიაკუთვნებს სოციალურ და არა კულტურულ სისტემას. ის მეცნიერულ ღირებულებებს მოიაზრებს როგორც რეალური ქცევისგან განზოგადებებს და არა როგორც მნიშვნელადი პროცესების წარმონაქმნს, რომლებიც განაპირობენ ამ ქცევას.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9