1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გოთ გოი გოლ გონ გორ გოფ

გოფმანი ირვინგ

თანამედროვე სოციოლოგიაში აღიარებულია წამყვან თეორეტიკოსად ინდივიდთა შორის ურთიერთობების მიკრო სამყაროს სფეროში. დრამატურგიული თეორიის ადრეულ ვერსიებში, გოფმანი ნორმებს განიხილავდა როგორც სტრატეგიული მოთამაშეების პროექციას. თუმცა, უფრო გვიანდელ ნაშრომებში მან აღიარა კულტურის დამოუკიდებელი სტატუსი. იგი აღნიშნავს, რომ სოციალური ინტერაქციის ნამდვილ სამყაროში ინდივიდები გამუდმებით არიან დატვირთულები სტიმულით, გარდა იმისა რაც არის მოცემული განსაზღვრულ კულტურულ ჩარჩოებში. ცალკეულ მოთამაშეებს კარგად აქვთ განვითარებული უნარი განახორციელონ უყურადღებობა, და, ამავე დროს, დააფიქსირონ, მაგრამ იგნორირება გაუწიონ ან კიდევ დაბლოკონ ის სტიმული, რომელიც მათ მოცემული მოქმედების ჩარჩოებიდან ამოგდებით ემუქრება.როდესაც, მაგალითად, მაყურებლები რაიმე სანახაობას უყურებენ, მათი ყურადრების არეში ექცევა ასევე თეატრალური ფენომენის მიღმა არსებული მომენტებიც, როგორიც არის მაგ., თეატრის პერსონალის არსებობა და მსახიობების გარკვეული თვისებები, რომლებიც მათ როლში არ ეწერება. გოფმანის მიხედვით, ჩარჩოს მიღმა ქმედების უნარი ვრცელდება უყურადღებობის ფარგლებს გარეთაც. ცენტრალური ტექსტის გარშემო არსებობს მიმართულების მიმცემი ელემენტები, რომლებიც მოთამაშეებმა უნდა დაიცვან, რადგან მათთვის გასაგები იყოს ვინ განსაზღვრავს ჩარჩოში მოქცეულ ქმედებას და როდის. გოფმანი ამ ელემენტებს უწოდებს „დამაკავშირებლებს“ და რომ ეს დამაკავშირებლები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ტექსტში მოცემული პუნქტუაციის ნიშნებით, ასევე სახის ჟესტიკულაციით საუბრის დროს. გოფმანი აღიარებს განსაკუთრებულად ინდივიდუალისტურ ქმედებას კულტურული ტექსტის ავტონომიის ფარგლებში, რომელსაც ის წინასწარ მოცემულად აღიარებს.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9