1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ინგ ინდ ინვ ინი ინკ ინო ინს ინტ ინფ ინც

ინგლისური მუშათა კლასის შექმნა

ე. პ. ტომპსონის „ინგლისური მუშათა კლასის შექმნა“ წარმოადგენს ახალი კულტურული მარქსიზმის ყველაზე ცნობილ მაგალითს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. ტომპსონთან არა მხოლოდ გრამშის გავლენა იგრძნობა, არამედ ვებერისა და დურკჰემისაც, იგი არა მხოლოდ კლასებზე საუბრობს, არამედ კოდებზე და ღირებულებებზეც. იმისათვის, რომ აეხსნა ინგლისური მუშათა კლასის მზარდი კლასობრივი ცნობიერება და აგრესიულობა ტომპსონმა ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა ეკონომიკის ცვალებადობას და ყურადღება „თემის“ შექმნაზე გადაიტანა. იგი თვლის, რომ მაღალ ორგანიზებული და ცნობიერების მქონე ინდუსტრიული პერიოდის მუშათა კლასი წარმოიშვა 18 საუკუნის ადგილობრივი „ტრადიციების“ დროს, რომლებიც ორგანიზებული იყვნენ საკუთარი თავის პატივისმცემელი ხელოსნის ეთიკის კოდექსის ირგვლივ. აღნიშნული ეთიკის კოდექსი ხაზს უსვამდა წესიერებას, რეგულარობასა და ურთიერთდახმარებას.მას შემდეგ, რაც ინდუსტრიულმა რევოლუციამ საყოველთა სახე მიიღო არსებული ეთიკის კოდექსი გავრცელდა მუშათა უფრო ფართო ჯგუფებში, რომლებიც შეუერთდნენ დაკრძალვისა და დაზღვევის კომპანიებს და მუშათა კავშირებს არა მხოლოდ რაციონალური ეკონომიკური მიზეზების გამო, არამედ იმისთვის, რომ თავი ეგრძნოთ ახალი კულტურული ხანის ნაწილად. ინგლისური მუშათა კლასი რომ გამხდარიყო რევოლუციური, საკუთარი საარსებო პირობების და თვით ინტერესის რაციონალური ცოდნა არ იყო საკმარისი. ტომპსონი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამოუკიდებელი მუშათა კლასის კულტურის ზრდას. ამ კულტურის განვითარებამ ხელოსნების კოდექსი დაუკავშირა რელიგიური საძმოებისა და სოციალისტური იდელიაზმის ენებს. შედეგად მივიღეთ კოლექტიური ღირებულებების კლასობრივი კულტურა, რომელიც ხაზს უსვამს ურთიერთდახმარებას, თვით დისციპლინას და სამოქალაქო დიალოგს, ღირებულებებს, რომლებიც წარმოიშვნენ პოლიტიკური თეორიისა და ახალი სოციალური ორგანიზაციების (მაგ., პროფესიული კავშირები) წიაღში. მასობრივმა მონაწილეობამ მაშტაბურ ცერემონიებში და რიტუალებში ასევე თავისი წვლილი შეიტანა. ტომპსონი ამბობს, რომ მასობრივი დემონსტრაციების საშუალებით მუშებმა მოიპოვეს სოციალური აღიარება, და ეს მოხდა სწორედ წარმატებული კულტურული ტრანსფორმაციის შედეგად, რომელმაც გზა გაუხსნა მონაწილეებს შეენარჩუნებინათ ცხოვრების მნიშვნელობა, სოლიდარობა და თვითდისციპლინა მძიმე პოლიტიკური პირობების დროს. ტომპსონის მიხედვით, კულტურის შედარებითი ავტონომიას არა მხოლოდ ანალიტიკური ცვლადის სახე აქვს, არამედ იქცევა ისტორიულ და პოლიტიკურ საჭიროებად.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9