1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუ- კუზ კულ კუმ კურ

კულტურული სხვაობა

როდესაც ახალ სიტუაციაში ჩავვარდებით ან ახალ ჯგუფთან გვიწევს ურთერთობა და ვხედავთ, რომ ჩვენთვის მიღებული სამყაროს შემეცნების გზები და ქმედება განსხვავდება მათგან. ამ კუთხით დანახული კულტურა შეიძლება წარმოადგენდეს მთელ ჯგუფს ან საზოგადოებას და ამრიგად ჩვენ განვასხვავებთ ერთმანეთისგან სხვადასხვა ხალხის კულტურებს. კულტურის ასეთი გაგება გამოიკვეთა მე-19 საუკუნის ევროპაში. ამ პერიოდში ევროპელების მიერ წამოწყებულმა კვლევითმა მოგზაურობებმა თუ დაპყრობებმა განაპირობა ევროპელების დაფიქრება კულტურული განსხვავებულობების შესახებ, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო შედარებითი აზრის განვითარებას განსხვავებულ საზოგადოებებთან მიმართებაში. შემდგომში ეს ტენდენცია თანამედროვე ეპოქაში დამკვიდრდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა ანთროპოლოგიის, როგორც დისციპლინის ჩამოყალიბებაში. კულტურის ანთროპოლოგიური გაგებით, ადამიანების ცხოვრების წესი განისაზღვრება და გამოიხატება მათი კულტურით. კულტურა ვლინდება ყველაფერში, დაწყებული სამუშაო იარაღებიდან, დამთავრებული რელიგიით. შემდგომში ეს ტენდენცია თანამედროვე ეპოქაში დამკვიდრდა და გადამწყვეტი როლი ითამაშა ანთროპოლოგიის, როგორც დისციპლინის ჩამოყალიბებაში. კულტურის ანთროპოლოგიური გაგებით, ადამიანების ცხოვრების წესი განისაზღვრება და გამოიხატება მათი კულტურით. კულტურა ვლინდება ყველაფერში, დაწყებული სამუშაო იარაღებიდან, დამთავრებული რელიგიით.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9