სტუარტ ჰოლის თანახმად, საზოგადოებაში, მესიჯებს აქვთ „დომინაციის კომპლექსური სტრუქტურა“ რამდენადაც თითოეულ საფეხურზე ისინი ექცევიან ინსტიტუციონალური ძალაუფლების ურთიერთობების გავლენის ქვეშ. უფრო მეტიც, მესიჯის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას ცნობადი ხასიათი აქვს ან შესაბამისობაში მოდის გარკვეულ წარმოდგენებთან — თუმცა ყოველთვის რჩება პატარა სივრცე იმ მესიჯის გასაგებად, რომელიც არ შეესაბამება საერთო წარმოდგენებს. კომუნიკაციური წრე ყოველთვის ახდენს ძალაუფლების რეჟიმის რეპროდუქციას.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006