1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული თეორიები

მათ შორის განსხვავებას ხშირად ბუნდოვანი სახე აქვს. მოდერნისტული თეორიები, როგორც წესი, გამომდინარეობენ ობიექტივისტური (ხანდახან პოზიტივისტური) ეპისტემიოლოგიიდან, მაშინ როდესაც პოსტმოდერნისტული თეორიები ძირითადად სუბიექტივისტურია; მოდერნისტული თეორიები საზოგადოების ზრდას განმარტავენ როგორც დიფერენციაციის პროცესს, მაშინ როდესაც პოსტმოდერნისტები დედიფერენციაზე საუბრობენ; მოდერნისტული თეორიები ძირითადად ცდილობენ საზოგადოების საერთო, განზოგადებული მოდელები შემოგვთავაზონ, პოსტმოდერნისტები კი მრავალ სხვადასხვა პერსპექტივას განიხილავენ. რაც შეეხება ნორმატიულ პროექტებს, რომლებიც ამ თეორიებთან ასოცირდება: მოდერნისტები რაციონალური დიალოგის საშუალებით ეძებენ ეთიკურ პრინციპებზე დაფუძნებულ უნივერსალიზმს ანუ მიისწრაფიან გარკვეული ეთიკური პრინციპების ერთობლიობის ირგვლივ შეთანხმებისკენ; მათი აზრით, მოცემული პრინციპების ერთობლიობას არგუმენტირებული/გამართლებული სახე უნდა ჰქონდეს და მიზნად ისახავდეს საზოგადოებრივი ურთიერთობების რეგულირებას; პოსტმოდერნისტები კი ცდილობენ კულტურული პლურალიზმის შენარჩუნებას, რის ფარგლებშიც ისინი თანაუგრძნობენ და ტოლერანტულად არიან განწყობილნი სხვების მორალურობის/ეთიკის მიმართ და კამათის შემთხვევაში უპირისპირდებიან მათ „თამაშის ფორმით“.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9