1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოსტ ინდუსტრიალიზმი

ცნება, როგორც წესი, ასოცირდება დანიელ ბელის ნააზრევთან 1960-იან და 1970-იან წლებში. ბელი გამოყოფს ინდუსტრიულ საზოგადოებაში მომხდარ ხუთ ძირითად ცვლილებას: 1) პოსტფორდისტული წარმოების ტექნიკა; 2) ახალი და გაფართოებული პროფესიული და ტექნიკური კლასის წარმოშობა; 3) უფრო მეტი თეორიული ცოდნის გამოყენება როგორც პოლიტიკისა და ინოვაციის საფუძველი; 4) ზრდადი ორიენტაცია მომავალზე ტექნოლოგიების მართვის დროს; 5) ორგანიზაციული და ინფორმაციული თეორიის მზარდი ნდობა. დანიელ ბელი პოსტინდუსტრიალიზმს განიხილავს პოლიტიკურად მემარჯვენე პოზიციიდან, ხოლო ალენ ტურენი მემარცხენე პოზიციიდან. მისი ძირითადი არგუმენტი შემდეგია: წარმოიშვა ახალი პოსტ ინდუსტრიული ცოდნის კლასი, რომელიც საზოგადოებაში ატარებს ინოვაციის ძირითად პასუხისმგებლობას და რომელსაც აქედან გამომდინარე ხელში უჭირავს მნიშვნელოვანი ძალაუფლება; თუმცა შედარებით ნაკლებად არის შეზღუდული წარმოების ურთიერთობებით და ამიტომ მომავალში იქნება უფრო რადიკალური, ვიდრე ძველი ინდუსტრიული პროლეტარიატი. კიდევ ერთი „პოსტინდუსტრიული მოაზროვნის“ ანდრე გორცის მიხედვით, რომელიც უფრო ახლოს დგას ტურენთან, ვიდრე ბელთან, წარმოიშვა ახალი პოსტინდუსტრიული არაპროლეტარიატი რომელიც შედგება უმუშევრებისა და კავშირებში ნაკლებად გაერთიანებელი ადამიანებისგან. ეს ადამიანები იქნებიან გამანთავისუფლებელი პოლიტიკის ადრესატი, რომელიც ნაკლებად არის შეზღუდული ინდუსტრიული კორპორაციების მიერ (უმუშევრები) ან კიდევ უფრო ინსტიტუციონალიზებული (და აქედან გამომდინარე, უფრო „უსაფრთხო“) კოლექტივისტური ფორმების მიერ (ნაკლებად გაერთიანებული კავშირებში).
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9