1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოსტსტრუქტურალიზმი

  1. E. post-structuralism
    ინტლექტუალური მოძრაობა, რომელიც იზიარებს მარქსიზმის კრიტიკულ იდეოლოგიას გარდა რწმენისა, რომ თანამედროვე პირობები გარდაიქმნება ცნობიერი ისტორიული აგენტის, მუშათა კლასის ჩარევით. ასეთი უარყოფა შეიძლება უკავშირდებოდეს რადიკალური სოციალური მოძრაობების წარუმატლებლობას, თუმცა ასევე არსებობს თეორიული მიზეზებიც, იმდენად, რამდენადაც პოსტრუქტურალისტურ კულტურულ კვლევებს არა მხოლოდ მარქსის გავლენა ახასიათებთ, არამედ სემიოტიკისა და სტრუქტურალიზმისაც. პოსტსტრუქტურალისტური მიდგომა განვითარდა გვიანდელ 1960-იან და 70-იან წლებში მარქსიზმისა და სტრუქტრურალიზმის საფუძველზე. ფუკომ და ბურდიემ ხაზი გაუსვეს სიმბოლიზმის სოციალურ კავშირებს ძალაუფლებასთან და სოციალურ კლასთან. მარქსიზმის სტრუქტურული თეორიის საწინააღმდეგოდ, მათ ჩამოაყალიბეს სემიოტური, ანტიფუნქციონალისტური მიდგომა. ფუკოსა და ბურდიეს თანახმად, სოციალური სტრუქტურები, ისევე როგორც კლასები ან პოლიტიკური ძალაუფლება არ შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს როგორც კულტურის წინააღმდეგ მოქმედი, იმდენად რამდენადაც ასეთი გაგება გულისხმობს იმას, რომ სოციალური სისტემაში არ ფიგურირებს მნიშვნელობა.
    Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებში პოსტსტრუქტურალისტმა თეორეტიკოსებმა დიდი გავლენა მოახდინეს. პოსტსტრუქტურალიზმი საფრანგეთში განვითარდა 1960-იან წლებში და მჭიდროდ ასოცირებულია ჟაკ დერიდას (1998) და მიშელ ფუკოს (1978) ნაშრომებთან. სოციალური კონსტრუქტივიზმის მსგავსად, პოსტსტრუქტურალიზმი უარყოფს სამყაროს შესახებ ობიექტური ინფორმაციის არსებობის შესაძლებლობასა და ასევე ტრადიციულ შეხედულებას ენის მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებად აღქმის შესახებ, რომელიც სამყაროს ისეთად აღწერს, როგორიც ის სინამდვილეშია. პოსტსტრუქტურალისტების თანახმად, ენა პირობითია და სამყაროს შექმნაში მონაწილეობს.
    Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9