1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რეფლექსური მიდგომა

მნიშვნელობა დევს საგანში, ადამიანში, მოვლენაში რომლებიც არსებობს „რეალურ სამყაროში“, ხოლო ენა ფუნქციონირებს როგორც სარკე, რომლიც ასახავს იმ ნამდვილ მნიშვნელობას, რომელიც უკვე არსებობს სამყაროში. ჩვ. წ.-მდე მეოთხე საუკუნეში ბერძნებმა მიმართეს მიმეზისის ცნებას, რათა აეხსნათ, თუ როგორ ასახავდა ან ბუნების იმიტირებას ახდენდა ენა და ნახატი. ისინი მაგალითად მიიჩნევდნენ, რომ ჰომეროსის ილიადა ახდენდა ჰეროიკული მოვლენების იმიტაციას. თეორიას, რომელიც ამბობს რომ ენა უბრალოდ ახდენს ჭეშმარიტების იმიტაციას, რომელიც არსებობს ფიქსირებული სახით გარე სამყაროში, ეწოდება მიმეტური. ჭეშმარიტების გარკვეული მარცვალი არსებობს რეპრეზენტაციისა და ენის მიმეტურ თეორიებში. მაგ., ვიზუალური ნიშნები გარკვეულწილად ასახავენ იმ ობიექტების ფორმასა და ფაქტურას, რომელებსაც გამოხატავენ. თუმცა, ვარდის ორგანზომილებიანი ვიზუალური გამოსახულება წარმოადგენს მხოლოდ ნიშანს, და ის არ უნდა აგვერიოს ეკლიან მცენარესთან, რომელსაც სპეციფიკური სუნი აქვს.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9