1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რეფლექსურობა

ანტონი გიდენსის და ულრიხ ბეკის შრომებში ძირითად ცნებას რეფლექსურობა წარმოადგენს. გიდენსი რეფლექსურობას შემდეგნაირად განმარტავს: რეფლექსურობა: სოციალური ცხოვრების ნაკადისთვის თვალყურის დევნება. მოქმედების პირობების შესახებ ინფორმაციის როგორც საშუალების გამოყენება, რომ მოხდეს მოცემული მოქმედების გადაფასება და სხვანაირად მოაზრება; რეფლექსურობა, არის იმის წესი თუ როგორ ვახდენთ ჩვენი სოციალური აქტივობის მონიტორინგს, როგორც მონაწილეები და შესაბამისად ვაყალიბებთ და ვცვლით ამ ქცევის ხასიათს დინამიკაში. (საზოგადოების კონსტიტუცია) ბეკის მიხედვით, კი რეფლექსურობა არის გაუცნობიერებლობა: „რაც უფრო თანამედროვე ხდება საზოგადოება, მით უფრო წინასწარ განუსაზღვრელი შედეგები მოაქვს მას, ხოლო როდესაც ხდება ამ შედეგების გამჟღავნება და გაცნობიერება, ისინი ინდუსტრიული მოდერნიზაციის საფუძვლებს ეჭვის ქვეშ აყენებენ“ (დემოკრატია მტრების გარეშე) რეფლექსურობა – აუცილებლობის შეგრძნება რომ შენში შემოუშვა „გარეგანი ცოდნა“, მიიღო „გარეგანი გამოცდილება“.რაც შეეხება გიდენსისა და ბეკის მიდგომებს შორის განსხვავებას, გიდენსისთვის რეფლექსურობა ყოველღიური სოციალური პრაქტიკის ცოდნის გამოყენებისა და რეპროდუქციისგან შედგება. აქედან გამომდინარე, ცოდნა სოციალური მოქმედების წყაროდ გადაიქცევა და ასევე წარმოადგენს მოქმედების შეცვლის საშუალებას. ბეკისთვის კი, რეფლექსურობას შეადგენს ჩვენს ცოდნაში არსებული ცარიელი ადგილები, რომლებსაც იგი უწოდებს უცოდინარობას. უცოდინარობა არა მხოლოდ ის არის რაც არ ვიცით, არამედ წარმოადგენს შეუძლებლობას რომ ვიცოდეთ. კითხვა ისმის - რამდენად არის ეს ორი განხვავებული მიდგომა ერთმანეთის შესაბამისი? იმისათვის რომ უფრო ნათლად გავიგოთ, თუ რა თეორიულ პრინციპებს ეფუძნება გიდენსის მიერ რეფლექსურობის ცნების გამოყენება, უნდა მოკლედ მიმოვიხილოთ მისი ადრეული მცდელობა გადაეჭრა სტრუქტურა /მოქმედების დილემა სოციოლოგიაში.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9