1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სუბ სუვ სუი სულ სუნ სუპ სურ სუუ სუფ სუქ

სუბკულტურა

  1. წარმოიშვა გვიანი ხანის ინდუსტრიული კულტურის უფრო ფართო სისტემასთან კომუნალური და სიმბოლური ურთიერთქმედების შედეგად. ისინი განპირობებული არიან, თუმცა არა ცალსახად - ასაკითა და კლასით და გამოირჩევიან განსხვავებული სტილით. ეს სტილები კი წარმოიქმნება კონკრეტული ისტორიული და კულტურული „თანხვედრების“ დროს; ისინი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ ჰეგემონიის ან კიდევ სოციალური დაძაბულობის გადამწყვეტი საშუალება, როგორც ამას მიიჩნევდნენ ადრეული თეორეტიკოსები. სუბკულტურები ახდენენ იმ პერიოდში გავრცელებული „იმიჯებისა“ და არსებული მეტერიალური კულტურის საფუძველზე სტილების ერთად თავმოყრას, იმ მიზნით, რომ შემდეგ მათ შექმნან განსხვავებული იდენტობები. ახალი იდენტობები იქმნება იმ მიზნით რომ სუბკულტურის წევრებმა ამ გზით მოიპოვონ „შედარებითი ავტონომია“ სოციალური წესრიგის ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, კლასიფიცირებულია კლასის, სამუშაოს, თაობებს შორის განსხვავებების საფუძველზე.მომხმარებლებს. სუბკულტურის კვლევა ბრიტანეთში დაეფუძნა ურბანულ ეთნოგრაფიას, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში განვითარდა (ჰენრი მეიჰიუს და ტომას არჩერის ნაშრომები, ჩარლზ დიკენსისა და არტურ მორისონის ნოველები). თუმცა სუბკულტურის კვლევისადმი უფრო მეცნიერული მიდგომა, თავისი მეთოდოლოგიით (ჩართული დაკვირვება) 1920-იან წლებამდე არ აღმოცენებულა, როდესაც სოციოლოგებისა და დანაშაულის შემსწავლელთა ჯგუფმა ჩიკაგოში დაიწყო ინფორმაციის შეგროვება ქუჩის ახალგაზრდა დაჯგუფებებზე და კრიმინოგენურ ჯგუფებზე. ჩართული დაკვირვება ისევ აქტუალურია, თუმცა ანალიტიკური და ახსნითი ამოსავალი წერტილის არარსებობის გამო მას სოციოლოგიის ძირითად ნაკადში მარგინალური სტატუსი ენიჭება. პიტერ ვილმოტმა სუბკულტურა განსაზღვრა როგორც „კომპრომისული გადაწყვეტილება“ ორ ურთიერთდაპირისპირებულ მოთხოვნილებას შორის: შექმნისა და ავტონომიურობის მოთხოვნილება და მშობლისაგან განსხვავებულობის დამტკიცება და მშობლის იდენტიფიკაციების შენარჩუნების მოთხოვნილება.
    Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. ტერმინი გამოიყენება იმ საერთო მქონე ინდივიდთა ჯგუფების აღსანიშნავად, რომლებიც ფორმირდება ინდივიდთა მიერ კონკრეტული საერთო ნორმების, ინტერესების და ფასეულობების გაზიარებით. სუბკულტურა ითვალისწინებს ქცევის ისეთი საერთო ნორმების, ფასეულობებისა და ინტერესების არსებობას, რომელიც განასხვავებს ინდივიდთა კონკრეტულ ჯგუფს სხვა ჯგუფებისაგან, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისაგან. „ახალგაზრდა სუბკულტურას“, „ეთნიკურ სუბკულტურას“ და სხვას ჩვენ ვასხვავებთ არა ფიზიკური მახასითებლებით, არამედ ჯგუფში მიღებული ფასეულობების მიხედვით. სუბკულტურები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ეკსკლუზიორობით, გამორკვეულობით, თავმოყრილობით ან გაფანტულობით სივრცეში.
    Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9