1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სტა სტე სტი სტო სტრ

სტილი

სუბკულტურაში მნიშვნელობით არის დამუხტული. მისი ტრანსფორმაცია „ბუნებრივის წინააღმდეგ“ მიდის და „ნორმალიზაციის“ პროცესში იჭრება. სტილს შეადგენს ისეთი ჟესტები, სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს „მდუმარე უმრავლესობას“, ეჭვის ქვეშ აყენებს ერთიანობის პრინციპს და კონსენსუსის მითს ეწინააღმდეგება.სუბკულტურული სტილები წარმოაჩენენ თავიანთ სპეციფიკურ კოდებს (მაგ., პანკების დახეული მაისურები) ან კიდევ მიუთითებენ რომ კოდები შექმნილია იმისთვის, რომ ისინი შემოქმედებითად გამოიყენონ. ამიტომ სუბკულტურული სტილები განსხვავდებიან საზოგადოებაში აღიარებული და მიღებული სტილებისგან, რომელთა მთავარ მახასიათებელს, ბარტის მიხედვით, წარმოადგენს მათი ბუნებრიობა და „ნორმალიზებული“ ხასიათი, რის შედეგადაც რეალობა ისე გვეძლევა, თითქოს ეს ყველაფერი ექვემდებარებოდეს ბუნებრივი წესრიგის კანონებს.მნიშვნელოვანი განსხვავებულობის კომუნიკაცია დევს ყველა მნიშვნელოვანი სუბკულტურის სტილის უკან. ეს სტილი წარმოადგენს მესიჯს, რომელიც თავისთავად ბევრი სხვა მესიჯის მატარებელია. საინტერესოა, თუ როგორი სტრუქტურა აქვთ ინდივიდუალურ სუბკულტურებს და თუ კონკრეტულად რისი შეტყობინება და რეკლამა ხდება ინდივიდუალური სუბკულტურის მოცემული, მიზანმიმართული კომუნიკაციის საშუალებით.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9