1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ვა ვე ვი ვო ვუ
ვე ვებ ვედ ვენ ვერ ვეს ვეტ

ვებერიანიზმი

მაქს ვებერის წვლილი კულტურისა და საზოგადოების გაგებაში ტრადიციულად მოიაზრება როგორც მისი „პროტესტანტული ეთიკის დისკუსია“. კითხვა ისაა, რამდენად შეიძლება ვებერის არგუმენტის გაზიარება იმის შესახებ, რომ კალვინიზმი და პურიტანიზმი თანამედროვე კაპიტალიზმის განვითარების აუცილებელ წანამძღვარს წარმოადგენდნენ. თუმცა თანამედროვე კულტურულოგიური აზრის გავლენით, ვებერის წვლილი სხვანაირად მოიაზრა, და მას უფრო ზოგადი ხასიათი მიეცა. ინსიტუციონალურად მოდელირებული ღირებულებებისა და ფორმალური სიმბოლური ურთიერთობების საწინააღმდეგოდ, ვებერიანელები ახლაც მოიაზრებენ კულტურას, როგორც შინაგანად გენერირებად სიმბოლურ სისტემას, რომელიც აუცილებელ მეტაფიზიკურ საჭიროებებზე რეაგირებს. რელიგიური იდეები, ხსნის თეოლოგიური კონცეფციები და სხვადასხვა გზები, რომლებიც განისაზღვრება ასკეტური და მისტიკური დოქტრინებით რჩება ვებერიანული კულტურული თეორიის ყველაზე დამახასიათებელ ნიშნებად. თუმცა, თანამედროვე ნაშრომებში, ამ იდეების მნიშვნელობა და გავლენა განიხილება როგორც უფრო მეტი ვიდრე თვითდისციპლინისა და რაციონალური კონტროლის საკითხები.ვებერიანული ანალიზი უფრო სემიოტიკურია, ვიდრე დრამატურგიული ან ფუნქციონალური იმ ნიშნით, რომ ის აღიარებს სიმბოლური სისტემების შინაგან ლოგიკას და ამავე დროს უფრო ისტორიული და სოციალური ხასიათი აქვს კულტურასთან მიმართებაში. თუ ვებერიანული კვლევები ეხება რელიგიის შინაგან სტრუქტურებსა და პროცესებს, ხსნის შესახებ განაზრებებს, ის უკავშირებს სხნის სხვადასხვა ფორმულირებებს კონკრეტულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ნორმატიულ განვითარებებს. ამ გზით, ვებერიანული თეორია კულტურის ავტონომიას აღიარებს და გაურბის ფორმალიზმს.
Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9